ალეკო ელისაშვილი - კალაძე კარგი ფეხბურთელი კიევში გახდა, ნატამალი სოლიდარობა ხომ უნდა ჰქონდეს - საერთოდ, რა საჭიროა სლოგანი ნაძვის ხეზე, „სიცოცხლით სავსე ქალაქს“ რატომ ვეღარ აწერს, უხერხულია?

საერთოდ, რა საჭიროა სლოგანი ნაძვის ხეზე, სახლში ნაძვის ხეზე რამეს აწერთ?! ნამდვილი საარჩევნო სლოგანი თუ უნდა კალაძეს, „რუსი დეზერტირებით სავსე ქალაქი“ დააწეროს - „სიცოცხლით სავსე ქალაქს“ რატომ ვეღარ აწერს, უხერხულია?! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, გაუგებარია, რა შუაშია სლოგანი საახალწლო ნაძვის ხესთან ან რა დამსახურება აქვს კალაძეს მშვიდობის კონტექსტში.

„საახალწლო ნაძვის ხეზე რატომ უნდა ეწეროს საერთოდ რამე სლოგანი, რა შუაშია, საარჩევნო ბანერი ხო არაა, რა შუაშია?! გაანათე, ჩამოკიდე სათამაშოები და მორჩა. მეორე, როცა ასეთ რამეს აწერ, კალაძე კიევში გახდა კარგი ფეხბურთელი, წლები ცხოვრობდა იქ, ნატამალი სოლიდარობა ხომ უნდა ჰქონდეს, სულ რომ არ ეცხოვრა იქ, რომ ამ დროს კიევი არის დაბომბილი, შუქი არ აქვთ, გათბობა და ამ დროს შენ რაღაც ნიშნისმოგებით აწერ ამ ყველაფერს, ასე ჩანს ნებისმიერ შემთხვევაში. თავის ნამდვილ საარჩევნო სლოგანს რატომ ვეღარ აწერს, უხერხულია, რომ ვაკის პარკის ამბის მერე სიცოცხლით სავსე ქალაქი დაარქვას?! რა საჭიროა სლოგანი ნაძვის ხეზე საერთოდ, სახლში ნაძვის ხეზე რამეს აწერთ?! და ნამდვილი საარჩევნო სლოგანი თუ უნდა კალაძეს, „რუსი დეზერტირებით სავსე ქალაქი“ დააწეროს. ყოველ ფეხის ნაბიჯზე არიან რუსი დეზერტირები, ეგ არის სინამდვილე და ახლა იმაზე ლაპარაკი და თითის გაშვერა, რომ "ჩვენ მშვიდობა გვაქვს"... ხო, სულ კალაძის გამო გვაქვს მშვიდობა, მშვიდობა იმიტომ გვაქვს, რომ ჯერ პუტინს არ გადაუწყვეტია, თავს დაგვესხას და არა იმის გამო, რომ კალაძეს ახლა აქ იმისთანა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები აქვს დაყენებული, ნაძვის ხეზე მათ შორის, რომ ვერ ბედავენ ჩვენზე თავდასხმას. ეს არის მარაზმი, საახალწლო ნაძვის ხეზე რამის დაწერა, რად უნდა ნაძვის ხეს სლოგანი, ახალი წელი ვერ მოვა ისე? დააწეროს, აბა, კალაძემ "სიცოცხლით სავსე ქალაქი“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას