Euronews - ევროკომისია უნგრეთისთვის 7.5 მილიარდი ევროს გამოყოფის შეჩერების რეკომენდაციით გამოდის

ევროკომისია უნგრეთისთვის 7.5 მილიარდი ევროს გამოყოფის შეჩერების რეკომენდაციით გამოდის. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews ავრცელებს.

19 ნოემბრამდე ბუდაპეშტს ევროკომისიასთან შეთანხმებული 17 რეფორმა უნდა გაეტარებინა, რათა ევროკავშირის ფონდებიდან სახსრები არ გაყინულიყო, რითაც ბრიუსელი იმუქრებოდა კანონის უზენაესობის საკუთარი მექანიზმის ფარგლებში.

“მიუხედავად იმისა, რომ რიგი რეფორმები გატარდა და გრძელდება, უნგრეთმა ვერ შეძლო ადეკვატურად განეხორციელებინა 17 მაკორექტირებელი ზომისთვის აუცილებელი ძირითადი ასპექტები… რისი ვალდებულებაც მან აიღო”, - განაცხადეს ევროკომისიაში.

"შედეგად, კომისიამ გადაწყვიტა შეენარჩუნებინა 18 სექტემბრის თავდაპირველი წინადადება, შეაჩეროს ვალდებულებების 65% სამი ოპერატიული პროგრამისთვის ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში, რაც შეადგენს 7.5 მილიარდ ევროს”, - აღნიშნეს ევროკომისიაში.

საბიუჯეტო საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა აღნიშნა, რომ კანონის უზენაესობის ახალი პირობითობის მექანიზმი “გამოსაყენებლად სწორი ინსტრუმენტი” იყო, რადგან ეს რეფორმები “სხვაგვარად არასდროს გატარდებოდა”.

გილიომ მერსიე - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების ხელშია - ევროკავშირი მზადაა განაახლოს ურთიერთობა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ - ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დირექტორი  - „საქართველოს კაპიტალი“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორად არაკომპეტენტური და საეჭვო რეპუტაციის პირის დანიშვნას ცდილობს
„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა