"ევროპის უნივერსიტეტის" მოწვევით საქართველოს ცნობილი ამერიკელი მოსამართლე მარკ სპეისერი და ამერიკელი ადვოკატი რობერტ ტრაჩმანი ეწვევიან. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, ამერიკელი სტუმრები 5 და 6 დეკემბერს, "ევროპის უნივერსიტეტში" საერთაშორისო სერტიფიცირებულ ტრენინგ კურსს ჩაატარებენ თემაზე - "ამერიკული სამართლის სისტემა და სისხლის სამართალწარმოება აშშ-ში".
ტრენინგ კურსის მიზანია აშშ-ის სისხლის სამართალწარმოების პროცესის გაცნობა ქართველი მსმენელისთვის, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე პრაქტიკოსი იურისტებისთვის; აგრეთვე იმ თავისებურებებისა და განსხვავებების წარმოჩენა, რაც არსებობს ქართულ და ამერიკულ სამართლებრივ სისტემებს შორის.
„კურსის გავლა შეუძლიათ ნებისმიერი უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების როგორც სტუდენტებს, ასევე კურსდამთვრებულებს.
ტრენინგზე დასწრება თავისუფალია დამსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაციაბმულზე: https://bit.ly/3Xiz40q რეგისტრაციის ბოლო ვადა: 1 დეკემბერი, 18:00 საათი
კურსის დასრულების შემდეგ, ტესტირების შედეგად, ტრენინგ კურსის წარმატებულად გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.