ავღანეთის რელიგიურ სკოლაში აფეთქება მოხდა - არის მსხვერპლი

ჩრდილოეთ ავღანეთში მდებარე ერთ-ერთ რელიგიურ სკოლაში აფეთქებას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ „თალიბანი“ იტყობინება.

როგორც მედია წერს, აფეთქება სამანგანის პროვინცია აიბაკში ლოცვის დასრულების შემდეგ მოხდა.

ამასთან, BBC-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აფეთქების შედეგად 17 ადამაიანი დაიღუპა.

ადგილობრივი საავადმყოფოს ექიმის განცხადებით, დაღუპულთა უმეტესობა სკოლის მოსწავლეები იყვნენ.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აბდულ ნაფი ტაკურმა განაცხადა, რომ „თალიბანის“ უსაფრთხოების ძალები იძიებენ თავდასხმას და პირობა დადო, რომ „გამოავლენენ დამნაშავეებს და დაისჯებიან მათ ქმედებებისთვის“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო