მოქალაქეებმა თავისუფლების მოედანზე საახალწლო სლოგანის - „მშვიდობის ქალაქი“ ჩანაცვლება მოითხოვეს

თავისუფლების მოედანზე თბილისის ახალი საახალწლო სლოგანი - "მშვიდობის ქალაქი" გააპროტესტეს. მოქალაქეების განცხადებით, ისინი მერიას 9 დეკემბრამდე აძლევენ ვადას, რომ სლოგანი “მშვიდობის ქალაქი” სხვა სლოგანით ჩაანაცვლოს.

აქციის მონაწილეების მერიას სთავაზობენ ჩაატარონ გამოკითხვა, თუ რა სლოგანი შეიძლება იყოს მისაღები თბილისის მოსახლეობისთვის. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ნატა ფერაძის განცხადებით, მორიგ აქციას 9 დეკემბერს გეგმავენ.

“დღეს ეს არის გამაფრთხილებელი აქცია მერიისთვის. მერიას ვთავაზობთ პირველად მოუსმინოს ხალხის ხმას. კახა კალაძეს კატეგორიულად ვთავაზობთ მოხსნას სლოგანი “მშვიდობის ქალაქი”. ჩაატარონ გამოკითხვა, თუ რა სლოგანი შეიძლება იყოს მისაღები თბილისის მოსახლეობისთვის.

ვაანონსებთ აქციას 9 დეკემბერს, იმ დღეს როცა საახალწლო განათება ინთება. ვიტოვებთ იმედს, რომ მერია გამოცვლის ამ სლოგანს და აქ არ იქნება ეს სამარცხვინო სლოგანი, რომელიც უკრაინელი ხალხის დაცინვაა. მერია, მოგმართავთ 9 დეკემბრამდე გამოცვალოთ სლოგანი. ერთად შევარჩიოთ ისეთი სლოგანი, რომელიც მისაღები იქნება თბილისის მცხოვრებლების უმრავლესობისთვის. პირობას გაძლევთ 9 დეკემბრის შემდეგ ეს სლოგანი არ იქნება და იმედია ეს მოხდება მერიის ნებით და არ დაგვჭირდება უსიამოვნო ინციდენტების ჩატარება” , - განაცხადა ფერაძემ.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი