გერმანიამ ჰოლოდომორი უკრაინული ერის გენოციდად აღიარა

გერმანიამ ჰოლოდომორი უკრაინული ერის გენოციდად აღიარა. 30 ნოემბერს გერმანულმა ბუნდესტაგმა შესაბამის რეზოლუციას ხმა მისცა.

რეზოლუცია, რომელიც ჰოლოდომორს გენოციდად აღიარებს, „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“, „მწვანეების“, „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“, ისევე როგორც ოპოზიციური „ქრისტიან-დემოკრატიული“ კავშირის დეპუტატების მიერ იყო მომზადებული.

“შიმშილისგან და რეპრესიებისგან მთელი უკრაინა დაზარალდა, არა მხოლოდ მისი მარცვლეული მწარმოებელი რეგიონები. დღევანდელი თვალსაზრისით, როგორც გენოციდის ისტორიულ-პოლიტიკური კლასიფიკაცია აშკარაა. გერმანული ბუნდესტაგი ასეთ კლასიფიკაციას იზიარებს”, - წერია დოკუმენტში.

რეზოლუცია აღნიშნავს, რომ იძულებითი შიმშილი “უკრაინული ეროვნული შეგნების პოლიტიკურად ჩახშობისკენ” იყო მიმართული. შიმშილისგან მასობრივი სიკვდილი წარმოადგენდა არა ცუდი მოსავლის შედეგს, არამედ საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობას იოსებ სტალინის მეთაურობით.

“ასე რომ, ჰოლოდომორი კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია”, - წერია რეზოლუციაში.

რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ გერმანიის მთავრობა უნდა ეწინააღმდეგებოდეს “რუსული ცალმხრივი ისტორიული ნარატივების გავრცელების ნებისმიერ მცდელობებს”.

ჰოლოდომორს გენოციდად მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო აღიარებს.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი