მედია - რუსები ბახმუტთან საფორტიფიკაციო ნაგებობებს აგებენ

დონეცკის ოლქში, ბახმუტთან, რუსი ოკუპანტები საფორტიფიკაციო ნაგებობებს აგებენ.

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, რომელსაც სტრუქტურების ფოტოები უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა მიაწოდეს, რუსული ჯარები ვლადიმეროვკას ტერიტორიაზე თავდაცვისთვის ემზადებიან. ფოტოზე ჩანს, რომ მტერი დანგრეულ შენობებს შორის თავდაცვის ხაზს აშენებს.

დასახლება ამჟამად რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა. ის ბახმუტიდან სულ რაღაც 15 კილომეტრში მდებარეობს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა