ირაკლი ღარიბაშვილი ფილიპ რიკერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებებისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს ფილიპ რიკერს სამუშაო ვახშმის ფორმატში შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ფილიპ რიკერმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა სტრატეგიული პარტნიორობის პოზიტიური დინამიკა, რაც ორი ქვეყნის თანამშრომლობის ფარგლებში გადადგმული ნაბიჯებითაა განპირობებული. შეხვედრაზე არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერების სრული მზადყოფნა გამოითქვა.

„საუბარი ასევე შეეხო რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში შექმნილ უსაფრთხოების ვითარებას და საქართველოს მედიატორულ როლს სომხეთ-აზერბაიჯანის დიალოგში. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარებისა და წინსვლისთვის ერთადერთი და მნიშვნელოვანი გზა მოლაპარაკებებია. შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მარკეტა გრეგოროვა - კანონის ყველაზე დიდი პრობლემა მისი მიზანია - ის ევროპული გზიდან რუსეთის გზაზე გადასვლას ნიშნავს - მინდა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს, რომ საოცარი ხალხი ხართ და ასე გააგრძელეთ
ნიკოლოზ  ვაშაკიძე - ჩვენი პარტნიორები სანქციების პირველ ტალღას ვეტოს დაძლევის შემდეგ დაძრავენ, შემდეგ დააკვირდებიან არჩევნებს და შემდგომ ნაბიჯებს არჩევნების შედეგების მიხედვით გადადგამენ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.05.2024
2024 წლის ახალი ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო - სულ მალე საქართველოში
კახა ოქრიაშვილი - სწორედ „ოცნების“ ამომრჩეველი გვაჩვენებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომ მას „ოცნების“ სატყუარების აღარ სჯერა!
„სოკარი“ თაღლითური სქემის შესახებ მომხმარებლებს აფრთხილებს
გორში „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
USAID-ისა და „გორგიას“ პარტნიორობის ფარგლებში „გორგიას“ ხელოსანთა აკადემიის ტრენინგ ცენტრი გაიხსნა
„მახარებს, რომ ის შრომა, რომელსაც სწავლაში ვდებ, მართლაც ფასდება“ - გაიცანით „ნიკორა ჯგუფის“ სტიპენდიატი ანნა ჭიღლაძე