გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიამ აკრედიტაციის ცენტრის ყოველწლიური შეფასება წარმატებით გაიარა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის ყოველწლიური შეფასება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აკრედიტაცია ლაბორატორიის კომპეტენციის აღიარებას წარმოადგენს და მაღალი სტანდარტით ფუნქციონირებას გულისხმობს.

„ასევე, ლაბორატორიაში ახლად დანერგილ პარამეტრების ანალიზებზე შესაბამისი აკრედიტაცია მიიღო. აკრედიტაცია ლაბორატორიის კომპეტენციის აღიარებას წარმოადგენს და მაღალი სტანდარტით ფუნქციონირებას გულისხმობს.

ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი ხელსაწყო დანადგარებით, სადაც ამჟამად, წყლის, ნიადაგისა და ჰაერის ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევები ევროკავშირის შესაბამისი ჩარჩო დირექტივების მეთოდოლოგიების გათვალისწინებით მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ლაბორატორია ერთადერთია საქართველოში, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებს და რომელსაც უნიკალური მონაცემთა ბაზები გააჩნია”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის