გასულ წელსაც ვიმყოფებოდი აქ და მჭიდროდ ვთანამშრომლობდი ქვეყნის ლიდერებთან, რათა მეზობელ ქვეყნებს - სომხეთსა და აზერბაიჯანს - შორის მედიატორის როლი შეგვესრულებინა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილმა შეუცვლელი როლი ითამაშა დაკავებულთა გათავისუფლებაში და საბრძოლო ტერიტორიებზე დანაღმული ადგილების გამოაშკარავებაში, - ამის შესახებ კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარმა მრჩეველმა, ელჩმა, ფილიპ რიკერმა განაცხადა.
რიკერის თქმით, იგი მოხარულია, რომ კვლავ ჰქონდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან რეგიონალური საკითხების განსახილველად.
"მიხარია, რომ დავბრუნდი საქართველოში - ქვეყანაში, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონალური მშვიდობის, სტაბილურობისა და ურთიერთ-დაკავშირებადობისთვის.
გასულ წელსაც ვიმყოფებოდი აქ და მჭიდროდ ვთანამშრომლობდი ქვეყნის ლიდერებთან, რათა მეზობელ ქვეყნებს - სომხეთსა და აზერბაიჯანს - შორის მედიატორის როლი შეგვესრულებინა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილმა შეუცვლელი როლი ითამაშა დაკავებულთა გათავისუფლებაში და საბრძოლო ტერიტორიებზე დანაღმული ადგილების გამოაშკარავებაში.
ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მხარდაჭერის გზით საქართველო აგრძელებს რეგიონალური უსაფრთხოების საქმეში საკუთარი წვლილის შეტანას და მახარებს პრემიერ-მინისტრთან კვლავ შეხვედრა რეგიონალური საკითხების განსახილველად",- განაცხადა რიკერმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"