პაატა მანჯგალაძე - სააკაშვილმა სამკურნალო დაწესებულებაში დაკარგა 40 კილოგრამი, პროგრესირდება სნეულება და იმის პიარი, რომ ის 2012 წლამდე საშინელებებს სჩადიოდა და კარგია, რაც სჭირს, სვავური პოლიტიკაა

ადამიანმა სამკურნალო დაწესებულებაში დაკარგა 40 კილოგრამი, უარესდება და პროგრესირდება სნეულება და იმის პიარი, რომ სააკაშვილი 2012 წლამდე საშინელებებს სჩადიოდა და კარგია, რაც სჭირს, სვავური პოლიტიკაა, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მას არ აქვს საფუძველი, რომ "ემპათიას" დასკვნას არ ენდოს, რადგან სხვა ალტერნატიული დასკვნა არ უნახავს.

"ჯანდაცვის მინისტრის და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეებს შევთავაზე ერთად მივიდეთ "ვივამედში" და ვნახოთ რა მდგომარეობაა. ის, რომ ჩვენ არ ვიცით, ვერ ვხედავთ, ასე არ შეიძლება. ოჯახი ამბობს, რომ შეიძლება დადგეს ლეტალური შედეგი. ეს არის ჩუმი თანხმობის მიცემა უმრავლესობის მხრიდან სააკაშვილის სიკვდილზე, ამას თავის სახელი უნდა დავარქვათ. როცა მეუბნებიან, რომ ადამიანმა სამკურნალო დაწესებულებაში დაკარგა 40 კილოგრამი და უარესდება და პროგრესირდება სნეულება, იმის პიარი, რომ სააკაშვილი 2012 წლამდე საშინელებებს სჩადიოდა და კარგია რაც სჭირს, ეს არის სვავური პოლიტიკა.

რაც შეეხება "ემპათიას" დასკვნას, ჩემს პატივისცემას იმსახურებს ქალბატონი ჯიშკარიანი, არანაირი სხვა ალტერნატიული მოსაზრება არ გვინახავს, არც "ვივამედისგან" გვინახავს ასეთი კვლევა და მინისტრის განცხადება, რომ სააკაშვილს შეუძლია თავის სახსრებით ექიმი ჩამოიყვანოს, სპეკულაციაა. დიაგნოზები არის მძიმე და ექიმის ჩამოსვლა შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების გარეშე, მაღალტექნოლოგიური აპარატურის გარეშე არის ფარსი, ექიმი მხოლოდ ჩამოსვლით ვერ განკურნავს სააკაშვილს და ეს უნდა იცოდეს 21- ე საუკუნეში მინისტრმა,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

ცენტრ „ემპათიას“ ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით, 10 დიაგნოზი აქვს, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი