ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდებულების აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის სასამართლო პროცესი გადაიდო

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდებულების - აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის სასამართლო პროცესი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი აკო ჭელიძის სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა.

როგორც პროცესზე მოსამართლე ვეფხია ლომიძემ განმარტა, პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი ოქმის მიხედვით, ჭელიძე სურვილს გამოთქვამდა, ის სხდომას დისტანციურად დასწრებოდა, თუმცა, ციხეში, სადაც მსჯავრდებულია მოთავსებული გაირკვა, რომ მხოლოდ ერთი კომპიუტერი იყო, რომელსაც რიგში ორი პატიმარი ელოდებოდა.

ამასთან, უცნობი იყო ჭელიძის პოზიცია, მას მისი მონაწილეობის გარეშე, სხდომის გაგრძელების სურვილი ჰქონდა თუ არა. აღნიშნული მიზეზით პროცესი 14 დეკემბრამდე გადაიდო.

სხდომას ესწრებოდა მეორე მსჯავრდებული, გიორგი კავილაძე, რომელიც მომდევნო სხდომიდან პროცესში მონაწილეობას დისტანციურად მიიღებს.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. მათ 17-17-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე თითქმის, ერთთვიანი ძებნის შემდეგ, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდნენ. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია ასევე კიდევ ერთი პირი, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან და მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა