მარიამ ჯიშკარიანი - მოვუწოდებთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, ასევე ხელისუფლებას, რომ იყვნენ გონიერი, ადეკვატური და სასამართლოს მოვუწოდებთ, იყოს სამართლიანი

მოვუწოდებთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, ასევე ხელისუფლებას, რომ იყოს გონიერი, ადეკვატური და სასამართლოს მოვუწოდებთ იყოს სამართლიანი, - ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „ემპათიის“ მიერ დადებულ დასკვნაზე.

როგორც მარიამ ჯიშკარიანმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა, ნევროლოგიურ-ფსიქიკურ თუ სხვა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ არსებულ დარღვევებთან ერთად და მარტოც, პატიმრობასთან შეუთავსებელია. ჯიშკარიანის თქმით, დასკვნა, რომელიც „ემპათიამ“ გაასაჯაროვა მტკიცებულებებს ეყრდნობა და თუ სასამართლო სამართლიანი იქნება, ცენტრის ექსპერტები ამ დასკვნას წარმოადგენენ, რაც სააკაშვილის გათავისუფლების საფუძველია.

მისი თქმით, თუ არ იქნება გათვალისწინებული სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექსპერტების დასკვნა და არ გათავისუფლდება, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ადვოკატებმა მიმართონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაუდებელი ზომის მოთხოვნით, რაც გულისხმობს დაუყოვნებლივ მოქმედებას.

„სხვა მხრივ, ვერაფერს გეტყვით, რა თქმა უნდა, მდგომარეობა დამძიმდება, რადგანაც ჩვენც დავადასტურეთ და საზოგადოებაც ხედავს, რომ მთელი ერთი წლის განმავლობაში ვერ ხერხდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სწორი მართვა და მკურნალობა. ის პროგნოზები, რაც ცენტრ “ემპათიის” ექსპერტთა ჯგუფმა გააკეთა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში, დღეს სახეზე გვაქვს. შესაბამისად, ის პროგნოზებიც რასაც ახლა ვაკეთებთ არ არის აუცილებელი, რომ შესრულდეს. ამიტომ, მოვუწოდებთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, ასევე ხელისუფლებას, რომ იყოს გონიერი, ადეკვატური და სასამართლოს მოვუწოდებთ იყოს სამართლიანი", - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

მისი თქმით, იმ დიაგნოზებზე, რომელიც დასმული აქვს მესამე პრეზიდენტს, ექსპერტთა ჯგუფი ახლა საჯაროდ არ ისაუბრებს, თუმცა არის რისკის შემცველი გარკვეული დიაგნოზები და გარკვეული ბიოფსიური კვლევები, რაც ადასტურებს იმას, რომ არის მცირედი რისკის შემცველი და საჭიროებს ინვაზიური კვლევებს.

„ეს არ არის აქ წამყვანი დიაგნოზი, წამყვანია სხვა დიაგნოზები, რომელიც მისი გათავისუფლების საფუძველია. ნევროლოგიური დიაგნოზი გახლავთ წამყვანი დიაგნოზი, რომელიც ვერ დასტურდება დღესდღეობით კონკრეტულად, რა პროცესთან გვაქვს საქმე, ამიტომ ამ მიმართულებით საჭიროა ბევრი კვლევა, რომელიც სამწუხაროდ, არც ჩატარებულა ერთი წლის განმავლობაში საქართველოში და ვფიქრობთ, რომ ვერ ჩატარდება", - აცხადებს ჯიშკარიანი.

ამასთან, მისი თქმით, ამერიკელი ექსპერტი მიიჩნევს, რომ საჭიროა მიხეილ სააკაშვილს ოთხი ოპერაცია ჩაუტარდეს, თუმცა მანამდე საჭიროა დიაგნოსტიკა.

„ჩვენ ვაცხადებთ, რომ შემდგომი დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია ეს ადამიანი გაყვანილ იქნას საერთაშორისო მასშტაბის მულტიპროფილურ მესამე დონის კლინიკაში, აშშ-ში და ევროკავშირში, სადაც რაც შეიძლება სწრაფად მოხდება მისი დიაგნოსტიკა და შემდგომში კი, მკურნალობა და რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე აუცილებელია ინტოქსიკაციურ დეტოქსიკაციური პროცედურების ჩატარება, რომელზეც მართებულად არ მიგვაჩნია, რომ ჩატარდეს საქართველოში“. აცხადებს ჯიშკარიანი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო