ალექსეი არესტოვიჩი - თუ სააკაშვილი ციხეში დაიღუპება, საქართველოს ხელისუფლება ამას ვერასდროს ჩამოირეცხავს, როგორი მტკიცებულებებიც არ უნდა წარმოადგინონ

საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილის ნელი განადგურება გადაწყვიტა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

„სააკაშვილი თავისი სურვილით ჩავიდა საქართველოში და ხელისუფლების ხელში ჩაუვარდა. მისი მოკვლის ეშინიათ, გადაცემისაც ეშინიათ, ამიტომ გადაწყვიტეს, ნელა განადგურება. მით უმეტეს, რომ ამის დამტკიცება ძალიან რთული იქნება. ისინი იტყვიან, რომ რას ამბობთ, გავაკეთეთ ყველაფერი, დავიცავით ყველა ნორმა, ექიმი დღეში ორჯერ მიდიოდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.

მისი თქმით, სააკაშვილი ისეთი მასშტაბის ფიგურაა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ყველა ადამიანს გადაწონის, ეშინიათ მისი და არ იციან, როგორ მოიქცნენ.

კითხვაზე, უნდა ჩაერიოს თუ არა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, არესტოვიჩმა უპასუხა, რომ არ იცის, შეუძლია თუ არა ამ სიტუაციაში რაიმეს გაკეთება პრეზიდენტ ზელენსკის, "ეს მისი გადასაწყვეტია".

მისი თქმით, საქართველოს მთავრობას შესთავაზებდა, რომ სააკაშვილი მესამე ქვეყანას გადასცენ.

„იმ ინფორმაციით, რაც მე მაქვს, შევთავაზებდი მის გადაყვანას მესამე ქვეყანაში, მაგალითად, ავსტრიაში, რათა სრულფასოვანი მკურნალობა ჩაუტარდეს. ერთის მხრივ, ეს საშუალებას მისცემს ქართულ მხარეს სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, მაგრამ ასევე მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. ამას ვთავაზობ ქართულ მხარეს, რადგან მათ არ უნდათ, რომ ციხეში მოკვდეს, ამის შემდეგ გაასამართლონ, მაგრამ გადასცენ მესამე მხარეს. ამით თქვენ თავიდან აიცილებთ ეჭვს, რომ თქვენ ის მოწამლეთ ან გინდათ სიკვდილამდე მიიყვანოთ. ასე რომ, მოდით - სრულყოფილი მკურნალობა პლუს სამართლიანობა“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.

მისი თქმით, თუ სააკაშვილი ციხეში დაიღუპება, ამას საქართველოს ხელისუფლება ვერასდროს ჩამოირეცხავს.

„თუკი ის ციხეში დაიღუპება, მოდით პირდაპირ ვთქვათ, საქართველოს ხელისუფლება ამას ვერასდროს ჩამოირეცხავს, როგორი მტკიცებულებებიც არ უნდა წარმოადგინონ, რომ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ არ დაღუპულიყო“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო