თამარ გაბუნია - გრიპის მიმდინარეობას გარკვეული ტალღურობა ახასიათებს - შესაძლებელია, ინფექციის გავრცელების ზრდა თებერვალში იყოს

გრიპის მიმდინარეობას ახასიათებს გარკვეული ტალღურობა - შესაძლებელია, თებერვალში იყოს ინფექციის გავრცელების ზრდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სეზონურ ვირუსებზე, მათ შორის, გრიპზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, მიმდინარე პერიოდი სტაბილიზაციით ხასიათდება.

"გარკვეული სტაბილიზაცია ჩანს. სეზონურად გრიპის მიმდინარეობას ახასიათებს გარკვეული ტალღურობა. შესაძლებელია, თებერვალში იყოს ინფექციის გავრცელების ზრდა. ჯერ ამაზე საუბარი ადრეა. მიმდინარე ეტაპზე, კიდევ უფრო მეტი გავრცელება აღარ უნდა იყოს, ნოემბრის ბოლო კვირა და მიმდინარე პერიოდი სტაბილიზაციით ხასიათდება“, - აღნიშნავს გაბუნია.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა