პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, სპეციალური უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, სპეციალური უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, აღნიშნულმა პირმა კომპანიას 386 193 ლარის მატერიალური ზიანი მიაყენა.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც მუშაობდა ერთ-ერთი კომპანიის კორპორატიული გაყიდვების განყოფილების მენეჯერის პოზიციაზე, ბოროტად გამოიყენა უფლებამოსილება და ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით, მასთან დაკავშირებული პირების მიერ ახლადდაფუძნებულ კომპანიებს გაუფორმა ხელშეკრულებები მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების ნასყიდობის შესახებ და ხშირ შემთხვევაში საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად აწვდიდა საქონელს, რომელთაც მიწოდებული პროდუქციის ღირებულების არ გადახდის გამო უკვე გააჩნდათ დიდი ოდენობით დავალიანება, რითაც დაზარალებულ კომპანიას მიადგა 386 193 ლარის მატერიალური ზიანი.

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო