სომხეთში ავიაკატასტროფას რუსეთის მოქალაქეები ემსხვერპლნენ

სომხეთში, სოფელ ჯრაბერში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ვინაობა უკვე დადგენილია. ამის შესახებ „არმენპრესი” სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსპიკერზე ჰაიკ კოსტანიანზე დაყრდნობით წერს.

„ჯრაბერში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული ორი ადამიანი რუსეთის მოქალაქეა. ესენი არიან პილოტები: ა.პ. (დაბადებული 1979 წელს) და ვ.რ. (დაბადებული 1983 წელს)“ , - ნათქვამია ჩანაწერში.

1-ელ დეკემბერს, ადგილობრივი დროით 13:11 საათზე, BeechCraft 95 ტიპის კერძო თვითმფრინავთან კომუნიკაცია შეწყდა, რომელიც ერევანი-ასტრახანის მიმართულებით რეისს ასრულებდა.

ადგილობრივი დროით 14:20 საათზე ჩამოვარდნილი თვითმფრინავი კოტაიკის რაიონის სოფელ ჯრაბერთან იპოვეს.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა