ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში გენერალურმა პროკურატურამ სტუდენტებს უმასპინძლა

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისა და თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის, ასევე ქალთა მკვლელობის სისხლის სამართლის საქმის ასპექტები, გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობასთან და სასამართლოში საქმის არსებით განხილვასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან, ყურადღება გამახვილდა მტკიცებულებათა სტანდარტზე, მსხვერპლთა დაცვის სამართლებრივ ღონისძიებებსა და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების ფუნქციებზე სამართალწარმოების პროცესში.

„შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, სადაც სტუდენტებმა დასვეს შეკითხვები ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამოძიებისა და სასამართლოში განხილვის სპეციფიკაზე, გამოთქვეს მოსაზრებები გენდერულ სტერეოტიპებზე და ისაუბრეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე. სტუდენტებს, ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ფემიციდის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ.

ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის პრევენციაა. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ახალგაზრდების ჩართულობას. სწორედ ამიტომ, სპეციალიზებულმა პროკურორებმა ფემიციდის კამპანიის ფარგლებში შეხვედრები გამართეს თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის მხარდამჭერია აშშ-ის საელჩო საქართველოში და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში