გიორგი ბოტკოველი - ვფიქრობ, არჩევნების საკითხი ძალიან სწრაფად უნდა გავიაროთ - წლის ბოლომდე უნდა დავასრულოთ პროცესი

ქალბატონი გიულის განცხადებას ვეთანხმები. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ერთი რამ - სასწრაფოდ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანა და არავინ გამოიყენოს მისი სახელი რამე პოლიტიკური ქულების დაწერისთვის, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მესამე პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას მოწოდებას, რომ მიხეილ სააკაშვილის გაუარესებულ ჯანმრთელობაზე პოლიტიკური ქულების დაწერისგან ყველამ თავი შეიკავოს.

ბოტკოველის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობისთვის” , პარტიაში მყოფი ადამიანებისთვის და ამომრჩევლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

“ვეთანხმები. მე პოლიტიკური ქულების დასაწერად არ ვიხსენიებ მის სახელს. მიხეილ სააკაშვილი ამ პარტიის დამფუძნებელი და შემქმნელია. ის ყოველთვის იყო და იქნება უმნიშვნელოვანესი ფაქტორი “ნაციონალური მოძრაობისთვის” .

ქალბატონი გიულის განცხადებას ვეთანხმები. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ერთი რამ, სასწრაფოდ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანა და არავინ გამოიყენოს მისი სახელი რამე პოლიტიკური ქულების დაწერისთვის”, - განაცხადა ბოტკოველმა.

მან ასევე ისაუბრა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნებზე და აღნიშნა, რომ პროცესი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

“რაც შეეხება არჩევნების გადადება არ გადადების საკითხს, ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ძალიან სწრაფად უნდა გავიაროთ. წლის ბოლომდე უნდა დავასრულოთ ეს პროცესი, არ უნდა მოხდეს ამ პროცესის გაწელვა. ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს საკითხი და ერთ გუნდად, მობილიზებულად გავყვეთ საკითხებს” , - აღნიშნა მან.

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში არჩევნების საკითხებზე პარტიის წევრები არიან შეკრებილები.

შეგახსენებთ, მანამდე საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარების გადადების თაობაზე მსჯელობა მოუწევთ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი