ლევან დავითაშვილი - მაღალი ეკონომიკური ზრდის განსაკუთრებული მნიშვნელობა ის არის, რომ მეტი ადამიანი დავასაქმოთ - დასაქმებულთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა, უმუშევრობის დონეც ისტორიულ მინიმუმზე

ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება. მაღალი ეკონომიკური ზრდის განსაკუთრებული მნიშვნელობა ის არის, რომ ჩვენ მეტი ადამიანი დავასაქმოთ და მოქალაქეების ოჯახებში მეტი კეთილდღეობა შეიქმნას, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდა ასახულია დასაქმებაშიც და „საქსტატის" მონაცემების მიხედვით, 2022 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, შარშანდელი წლის ბოლო კვარტალთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 114,000 ადამიანით არის გაზრდილი”,- განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, ლევან დავითაშვილის თქმით, თუ ხელისუფლება შეინარჩუნებს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, ქვეყანაში უმუშევრობა კიდევ უფრო შემცირდება.

„დასაქმებულთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა, ხოლო უმუშევრობის დონეც ისტორიულ მინიმუმზეა დასული. ჩვენ დარწმუნებული ვართ, თუ შევინარჩუნებთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, კიდევ უფრო შემცირდება უმუშევრობა და გაიზრდება დასაქმება ქვეყანაში", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

"საქსტატის" ცნობით, საქართველოში დასაქმება გაზრდილია ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, მათ შორის, მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება მშენებლობის, ვაჭრობის და ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებში. აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის დონე 15.6%-ს შეადგენს და ისტორიულ მინიმუმზეა, ხოლო წინა წლის ბოლოსთან - მეოთხე კვარტალთან შედარებით 3.4 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

გილიომ მერსიე - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების ხელშია - ევროკავშირი მზადაა განაახლოს ურთიერთობა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ - ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დირექტორი  - „საქართველოს კაპიტალი“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორად არაკომპეტენტური და საეჭვო რეპუტაციის პირის დანიშვნას ცდილობს
„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა