ქუთაისი, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის" პროგრამის ფარგლებში,  მოლდოვას დელეგაციას მასპინძლობს

ქუთაისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება მოლდოვას დელეგაცია. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოლდოველი სტუმრები ქალაქის მერიაში ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ მიიღეს. შეხვედრაში მონაწილეობდა UNDP-ის თბილისის ოფისის პროექტების მენეჯერი თინათინ ტყეშელაშვილი.

მერიაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის" (M4EG) ფარგლებში საქართველოსა და მოლდოვას მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროექტებზე.

„ქუთაისში სტუმრად გვყავს ოფიციალური დელეგაცია მოლდოვადან, ქალაქ ჩადირ-ლუნგას მერი ანატოლი ტოპალი და UNDP-ის წარმომადგენლები. მოლდოვაში, ისევე როგორც საქართველოში, მიმდინარეობს პროექტი „მუნიციპალური ტრანსფორმაციების პორტფელი", რომელიც არის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის'' (M4EG) ინიციატივის ნაწილი - გაეროს განვითარების პროგრამის, ევროკავშირის, ადგილობრივი ხელისუფლების და სხვა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

სტუმრებთან ერთად ვისაუბრეთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც უკვე გადავდგით აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება და გამოწვევების დაძლევის გზები. მოლდოველ მეგობრებს საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამა შევთავაზეთ, რათა უკეთესად გაიცნონ ჩვენი ქალაქი", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მოლდოველმა სტუმრებმა მოინახულეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ეწვივნენ მეცნიერთა კავშირ „სპექტრს", დაათვალიერეს მუნიციპალური ავტოპარკი და კომპოსტირების მოედანი, გაეცვნენ ქალაქის ღირსშესანიშნაობებს.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის