ესპანეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობებით კონვერტები არ შეცვლიან უკრაინისადმი დახმარების გადაწყვეტილებას

კონვერტები ასაფეთქებელი მოწყობილობებით არ შეცვლიან უკრაინისადმი დახმარების გადაწყვეტილებას. ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა ოდესაში ვიზიტის დროს განაცხადა.
“რაც გარკვევით ნათელი უნდა იყოს, არის ის, რომ არცერთი ასეთი გზავნილი ან ნებისმიერი სხვა ძალადობრივი ქმედება არ შეცვლის ესპანეთის, ნატო-ს ქვეყნებისა და ევროკავშირის მკაფიო და მტკიცე ვალდებულებას დაეხმარონ უკრაინას, რადგან უკრაინა სამართლიან რამეს იცავს”, - აღნიშნა რობლესმა.
ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა რუსეთი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი “საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის” დარღვევაში დაადანაშაულა და იმედი გამოთქვა, რომ ოდესმე ის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოების წინაშე წარდგება.
“ამასობაში, ესპანეთი სერიოზული პარტნიორია და მხარს უჭერს ნატო-ს მიერ განსაზღვრულ პოლიტიკას, რაც ერთიანობისა და უკრაინის სრული მხარდაჭერის პოლიტიკაა”, - დასძინა მინისტრმა.

























