ვალერი ჩეჩელაშვილი - როდესაც დასავლეთში კრიტიკულ განცხადებას აკეთებენ, ყურადსაღებია - თუ რატომ საუბრობენ ასეთი ლექსიკით საქართველოს საგარეო კურსის მიმართ, ამაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ აქვს

დეკლარაცია, რომელიც ნატომ მიიღო, გამორჩეულია, - ამის შესახებ რუსეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ ბუქარესტში ნატოს მინისტერიალის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

ჩეჩელაშვილს თქმით, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებულ საერთო განცხადებაში, ნატო კვლავ ერთგული რჩება ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების, რომ „უკრაინასა და საქართველოს ნატო-სკენ გზა გახსნილი ჰქონდეს“.

ჩეჩელაშვილის თქმით, როგორც ნატო-ში, ასევე ევროკავშირში სერიოზული გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია და აღარ გადაიხედება.

„დეკლარაცია, რომელიც ნატო-მ ამ დღეებში მიიღო, გამორჩეულია - აბზაცი, სადაც საუბარია ბოსნია-ჰერცეგოვინაზე, მოლდოვაზე და საქართველოზე. აბზაცის ბოლო წინადადებაა, ნატო ერთგული რჩება ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების, რომ უკრაინასა და საქართველოს გზა ნატო-სკენ გახსნილი ჰქონდეს. ნატო-სა და ევროკავშირში სერიოზული გადაწყვეტილებები მიღებულია და, შესაბამისად, ის აღარ გადაიხედება. 5 - პუნქტიან დოკუმენტში, პირველი აბზაცი ეძღვნება თემას, რომ აუცილებლად დაისჯება ყველა, ვინც სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა უკრაინაში. გარდა ამისა, კიდევ ერთი წინადადებაა მიყოლებული, რომ ნატო-ს ქვეყნები გმობენ ყველა იმ ძალას, ბელარუსის ჩათვლით, რომელიც რუსეთს საომარი მოქმედებების წარმოებაში ეხმარება. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი სხვადასხვა ქვეყანას აკვირდებიან“,- განაცხად ჩეჩელაშვილმა.

ვალერი ჩეჩელაშვილმა ისაუბრა ევროკავშირზეც, როგორც ექსპერტი აღნიშნავს, გადაწყვეტილებების 58%-ს, რასაც ევროკავშირი საგარეო პოლიტიკის სფეროში იღებს, საქართველო არ უერთდება, რაც ცხადყოფს, რომ ქვეყნის პოზიციონირება არ არის სრულ თანხვედრაში პრიორიტეტულ სისტემასთან და სწორედ ეს იწვევს კრიტიკას.

„საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით საშუალება აქვს შეუერთდეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებს. სამწუხაროდ, 2020 წელს იმ გადაწყვეტილებების ხვედრითი წილი, რომელსაც საქართველო შეუერთდა, იყო 62%. 2 წლის შემდეგ ეს წილი დრამატულად დაეცა და 2022 წლის პირველ ნახევარში იყო 42%. რაზე მეტყველებს ეს? ეს მეტყველებს იმაზე, რომ 58% გადაწყვეტილებების იმ ნაწილს, რომელსაც ევროკავშირი საგარეო პოლიტიკის სფეროში იღებს საქართველო არ უერთდება. ეს არის ის მაჩვენებელი, რომელიც ცხადყოფს, რომ ჩვენი პოზიციონირება არ არის სრულ თანხვედრაში საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტულ სისტემასთან. ზუსტად ეს არის ის, რის გამოც აკრიტიკებს საზოგადოება, მათ შორის, საექსპერტო აკადემიური საზოგადოება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას“, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

გადაცემაში მან ასევე ისაუბრა კონფერენციაზე “ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი” გაკეთებულ განცხადებებზე საქართველოს ხელისუფლების მისამართით და განაცხადა, რომ როდესაც საქართველოს საგარეო კურსის მიმართ კრიტიკული განცხადებები კეთდება, ყურადსაღებია.

„ანა ფოტიგა, რომელიც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. კონფერენციაში ასევე მონაწილეობას იღებდა საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი. ეს არის ის ხალხი, რომლებიც ძალიან კარგად იცნობენ საქართველოს და დინამიკაში ადევნებენ თვალ-ყურს საქართველოს საგარეო პოლიტიკის განვითარებას. როდესაც ისინი აკეთებენ კრიტიკულ განცხადებას ეს ყურადსაღებია. მაგრამ პასუხისმგებლობა, თუ რატომ საუბრობენ ასეთი ლექსიკით საქართველოს საგარეო კურსის მიმართ, ამაზე მმართველ პარტიას აქვს.

ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნაზე ვთქვით უარი, რომელიც არ შეფასდა ჯეროვნად. შემდეგ გაუთავებელი შეტევა კელი დეგნანზე. ვინმეს თუ ჰგონია, რომ საელჩოს საკუთარი საგარეო პოლიტიკა გააჩნია, ის ძალიან ცდება. როდესაც ჩვენ ვუტევთ კელი დეგნანს უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ვუტევთ ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს საქართველოს მიმართ და რეგიონში. ეს არის სერიოზული კრიზის მაჩვენებელი. რუსეთის გარდაუვალი მარცხის შემდეგ შეიქმნება ახალი შესაძლებლობები, რომელიც საშუალებას მოგვცემს მშვიდობიანი გზით დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ამისათვის კი საჭირო იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა. ამ პარტნიორებში მოიაზრება არა მხოლოდ აშშ-ი და ევროკავშირი, არამედ უკრაინაც, რომელსაც სერიოზული წონა ექნება“,- განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო