მიხეილ ჩხენკელი - ბატონი ბიძინა ივანიშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და უამრავი სხვა საქველმოქმედო პროექტის განხორციელებით თვალისჩინივით უფრთხილდება ეროვნულ საკითხებს – იგი გახლავთ ისტორიული მნიშვნელობის ერისკაცი ქვეყნისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში დეპუტატების წინაშე შემაჯამებელი სიტყვით წარდგა.

მინისტრმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, უნივერსიტეტის განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით ახალი პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეის, კონცეფციისა და განვითარების სტრატეგიის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ ამ ადამიანის და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად დაფუძნდა საქართველოში ჭეშმარიტად ევროპული, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი უნივერსიტეტი. ეს გახლავთ უდიდესი საჩუქარი ჩვენი ახალგაზრდებისთვისა და მთელი ქვეყნისთვის.

როგორც მოგეხსენებათ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და უამრავი სხვა საქველმოქმედო პროექტის განხორციელებით თვალისჩინივით უფრთხილდება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს, რომელსაც ჩვენი იდენტობა ემყარება – სწორედ ამიტომ, გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ისტორიული მნიშვნელობის ერისკაცი ჩვენი ქვეყნისთვის.

ამაყი ვარ, რომ მაქვს პატივი, ვიყო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და მივიღო მონაწილეობა უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამების განვითარების საქმეში.

კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო – მკურნალობისა და კვლევის თვალსაზრისით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის ანალოგი რეგიონში საერთოდ არ არის. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი აკადემიური და სამეცნიერო ჰაბი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა უკვე გადაიყვანა განვითარების ახალ ორბიტაზე.

ისეთი მასშტაბური, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებზე, როგორებიცაა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი ბევრი უნდა ვისაუბროთ. ეს ყველა ქართველისთვის განსაკუთრებით საამაყოა“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა