გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილი არ ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში, თუ მოწამვლა მოხდა, აქ არის იმ უცხო სახელმწიფოს კვალი, რომლიც მიშას მტრად მიიჩნევს - ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ

გვინდა ნათლად და გასაგებად გამოვხატოთ ჩვენი სათქმელი, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში, თუ სასიკვდილო მოწამვლა მართლაც შედგა, აქ არის იმ უცხო სახელმწიფოს კვალი და სტილი, რომლიც მიშას მტრად მიიჩნევს, - ამის შესახებ განცხადება გიული ალასანიას სახელით სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად გვერდზე ვრცელდება.

ალასანიას განმარტებით, ტესტები ამერიკაში საუკეთესო ლაბორატორიებში ჩატარდა და საუკეთესო ტოქსიკოლოგების მიერ გაანალიზდა.

ამასთან, გიული ალასანია მიიჩნევს, რომ მომხდარი არის პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

„რა თქმა უნდა, ისინი ძალიან უფრთხილდებიან და სათუთად ეკიდებიან თავის რეპუტაციას და ზერელედ ამ საკითხს არავითარ შემთხვევაში არ მოეკიდებოდნენ.

ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ყველას მოვუწოდებ თავის შეკავებისკენ, როგორც პოლიტიკური მიზნით ხელის გაშვერისგან, ასევე მიხეილ სააკაშვილის გაუარესებულ ჯანმრთელობაზე პოლიტიკური ქულების დაწერისგან.

აქ წყდება საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი და ყველას ვთხოვ, მაქსიმალური თავშეკავება გამოავლინოს.

მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს რაიმე სახის მონაწილეობა გააგრძელოს ქართულ პოლიტიკაში და იმედი აქვს სამართლიანი გადაწყვეტილების.

გახსოვდეთ, რომ ყველანაირი სპეკულაცია ვნებს მიშას ისედაც შერყეულ ჯანმრთელობას, გთხოვთ პატივი სცეთ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის ღირსებას“,- ნათქვამია გიული ალასანიას განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო