აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა თბილისის დევნილთა განსახლების ობიექტებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, თბილისის რაიონებში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებზე განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროგრამების ფარგლებში, დევნილთა განსახლების ობიექტებზე სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, ასევე პროექტის ფარგლებში ადგილზე თოვლდამცავი სისტემები მოეწყო, დამონტაჟდა სანიაღვრე მილები და აღდგენა-რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყალშემკრებ სისტემებს.

ამასთან ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები თბილისში მდებარე დევნილთა განსახლების 5 ობიექტზე განხორციელდა, სადაც 200-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს.

„დევნილი მოსახლეობის საჭიროებებისა და სამინისტროში შემოსული განცხადებების გათვალისწინებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში დევნილთა განსახლების ობიექტებზე ვახორციელებთ სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელთა შესრულებასაც ინტენსიურ მეთვალყურეობას ვუწევთ. ასევე, ვხვდებით ადგილობრივ მოსახლეობას და ადგილზე ვეცნობით მათ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა