თეონა აქუბარდია - აფხაზეთში რუსეთის დუმის თავმჯდომარის ვიზიტზე საქართველოს საგარეო უწყების მყისიერი რეაგირებაა აუცილებელი - მთავრობამ სათანადოდ უნდა შეაფასოს რუსეთის მიერ ბიჭვინთის ანექსიის მცდელობა

რუსეთის დუმის თავმჯდომარის აფხაზეთში ვიზიტით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და „ოკუპაციის შესახებ“ კანონის დარღვევაზე საგარეო უწყების მყისიერი რეაგირებაა აუცილებელი - მთავრობამ სათანადოდ უნდა შეაფასოს რუსეთის მიერ ბიჭვინთის ანექსიის მცდელობა, - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტში გააკეთა, რითაც ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის ვიაჩესლავ ვოლოდინის ჩასვლას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ე.წ. ვიზიტი ბიჭვინთის ანექსიის მიზნით, აფხაზურ საზოგადოებაზე ზეწოლის გაძლიერებას ემსახურებოდა.

„რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას, რისი მორიგი დემონსტრირებაც იყო 1-ელ დეკემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის ვიაჩესლავ ვოლოდინის ვიზიტი.

ეს ვიზიტი ემსახურება, მათ შორის ზეწოლის გაძლიერებას აფხაზურ საზოგადოებაზე ბიჭვინთის ანექსიის მიზნით. როგორც ცნობილია, ამა წლის 19 იანვარს რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას შორის გაფორმდა ე.წ. ხელშეკრულება, რითაც ბიჭვინთის აგარაკები და 186 ჰექტარი მიწა ნახევარი საუკუნით მფლობელობაში გადაეცემა რუსეთს. მისი რატიფიცირების მიზნით დე ფაქტო პარლამენტის მხრიდან სოციალურ ქსელებში ვრცელდება შესაბამისი პროექტიც.

ამ ვითარებაში აუცილებელია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მყისიერი რეაგირება, რამდენადაც რუსეთის დუმის თავმჯდომარემ ამ ვიზიტით დაარღვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და კანონი „ოკუპაციის შესახებ“. იმავდროულად საქართველოს მთავრობამ სათანადოდ უნდა შეაფასოს რუსეთის მიერ ბიჭვინთის ანექსიის მცდელობა და მოუწოდოს საერთაშორისო საზოგადოებას მისი დაგმობისკენ, რაც დეპუტატების და საზოგადოების წარმომადგენლების ნაწილის არაერთი მოწოდების მიუხედავად ჯერ არ მომხდარა,“ - განაცხადა აქუბარდიამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აფხაზეთში რუსეთის დუმის სპიკერის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო