ხათუნა ბურკაძემ ახალგაზრდებისთვის კიბერუსაფრთხოების საკითხებზე საჯარო ლექცია ჩაატარა

თბილისის ამერიკული კუთხის ეგიდითა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით, პროექტი - „ციფრული განათლება კიბერუსაფრთხოებისთვის“ ხორციელდება, რომლის ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ ახალგაზრდებისთვის კიბერუსაფრთხოების საკითხებზე საჯარო ლექცია ჩაატარა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ჯეოქესი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხათუნა ბურკაძემ კრიტიკული ინფორმაციული სისტემების დაცვის აუცილებლობისა და იმ მექანიზმების, საშუალებების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ქვეყნის კიბერუსაფრთხოებას განამტკიცებენ. ამასთანავე, მან განსაკუთრებული ყურადღება კიბერშეტევების საერთაშორისო სამართლებრივ განსაზღვრებაზე გაამახვილა.

„საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მზარდი განვითარების კვალდაკვალ, კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობა იზრდება როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის. მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების მუდმივმოქმედი პლატფორმის შექმნა, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს გააერთიანებს და ხელს შეუწყობს საზოგადოების მედეგობის გაძლიერებას კიბერ საფრთხეების მიმართ. ასევე, აუცილებელია, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ერთობლივი კიბერწვრთნების, ტრენინგების და სხვა ტიპის აქტივობების განხორციელების გაგრძელება.

ამასთანავე, ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კიბერჰიგიენისა და კიბერუსაფრთხოების სასწავლო კურსების, პროგრამების განვითარება საჭიროა. ეს ხელს შეუწყობს ციფრულ სივრცეში მონაცემთა, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ტექნიკური, სამართლებრივი სტანდარტების გამოყენებას და კიბერუსაფრთხოების სფეროში ახალი სპეციალისტების პროფესიული უნარების განმტკიცებას“, - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი