წითელი ჯვრის ორგანიზებით COVID-19 პანდემიაზე რეაგირებასთან დაკავშირებით შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) ორგანიზებით, სამხრეთ კავკასიის რეგიონის მასშტაბით უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში Covid-19 პანდემიაზე რეაგირების შეჯამებასთან და მიმოხილვასთან დაკავშირებით შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას წითელი ჯვარი ავრცელებს.

ღონისძიება სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა.

„შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) ვიცე-პრეზიდენტმა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების (GRCS) პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ. შეხვედრის ფარგლებში სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამი ეროვნული საზოგადოების წარმომადგენლებმა - საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ (GRCS), სომხეთის წითელი ჯვრის საზოგადოებამ (ARCS) და აზერბაიჯანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ (AzRCS) - მოხსენებები ეროვნულ დონეზე Covid-19 პანდემიის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებთან დაკავშირებით გააკეთეს. შეხვედრას ესწრებოდნენ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობის წევრი ქვეყნების, სხვადასხვა საელჩოებისა და ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობისა და მიღწეული შედეგების მდგრადობის შენარჩუნების შესაძლებლობები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა