ალექსანდრ ვუჩიჩი - არ დავუშვებ, ჩვენი ქვეყანა გახდეს იარაღი მათთვის, ვისაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისთვის გვერდის ავლა სურთ

სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ არ დაუშვებს მისი ქვეყანა გახდეს იარაღი მათთვის, ვისაც სურს გვერდი აუაროს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ევროკავშირის სანქციებს.
„ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ გარკვეული საქონლის რეექსპორტის შემთხვევებზე და ჩვენმა სახელმწიფო ორგანოებმა დააკავეს ადამიანები იმ კომპანიებიდან, რომლებიც მონაწილეობდნენ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში“, - განაცხადა ვუჩიჩმა სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
ცნობისათვის, სერბეთს, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, უცხოელი დიპლომატები იმის გამო აკრიტიკებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ოფიციალურად არ დაუწესებია.

























