ირაკლი ლექვინაძე OECD-ის მიწვევით კონკურენციის გლობალურ ფორუმში მონაწილეობს

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე საფრანგეთში, პარიზში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიწვევით, „კონკურენციის გლობალურ ფორუმში“ მონაწილეობს. აღნიშნულ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ირაკლი ლექვინაძემ ფორუმზე საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და სექტორის მარეგულირებელ ორგანოებს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრა და კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.

„კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულების მიმართულებით, სააგენტოსა და სექტორის მარეგულირებელ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ფაქტორია. 2020 წელს, კონკურენციის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მარეგულირებელი ორგანოები საკითხს სწორედ ამ კანონზე დაყრდნობით შეისწავლიან.

კანონმდებლობის შესაბამისად, მარეგულირებლებს შორის თანამშრომლობა საკითხის შესწავლის ყველა ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს. ეს იქნება საქმის მასალებზე წვდომა, ახსნა-განმარტებით და შემაჯამებელ მოსმენებში მონაწილეობა თუ შესაბამისი პოზიციების, გადაწყვეტილებების გაზიარება“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, პარიზში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ ორგანიზებულ შეხვედრას სხვადასხვა ქვეყნის 100-მდე კონკურენციის უწყების ხელმძღვანელი პირი ესწრება. გლობალური ფორუმი ყოველწლიურად პარიზში იმართება და კონკურენციის საერთაშორისო დღეს ეძღვნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა