გიორგი ვაშაძე - შეხვედრა გავმართეთ ნიდერლანდების პოლიტიკური პარტია “D66”-ის საერთაშორისო მდივანთან, მიეს ბოსისთან

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ნიდერლანდური პოლიტიკური პარტიის, “D66”-ის საერთაშორისო მდივანს, მიეს ბოსის შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

როგორც ვაშაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, აღნიშნული პოლიტიკური პარტია მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას და საქართველოს.

„D66“ ეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ღიად, მკაფიოდ, მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას და არის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი, მათ შორის, საქართველოს მხარდაჭერის კუთხით ევროკავშირის გაფართოებაზე. თუმცა, მათთვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეასრულოს თორმეტივე პუნქტი და არ არის საკმარისი, მხოლოდ და მხოლოდ, ზედაპირული მუშაობა.

ეს არის მესიჯი, რასაც ჩვენ ვიღებთ და ამიტომაც ვრთავთ განგაშის ზარს, რომ 12 პუნქტი უნდა შესრულდეს სრულფასოვნად, პოლიტპატიმრები უნდა განთავისუფლდნენ, მართლმსაჯულებაში რეალური რეფორმები უნდა განხორციელდეს და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად სრული მხარდაჭერა გვექნება. თუ ეს არ მოხდება, სამწუხაროდ, ჩვენ შეიძლება კვლავ ცუდი შედეგი მივიღოთ 2023 წლის დასასრულს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი