საქსტატი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას მასპინძლობს

21 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით საქსტატში სამუშაო ვიზიტით საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტები იმყოფება. აღნიშნულ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის მიზანია საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის (Residential Property Price Index – RPPI) შემდგომი გაუმჯობესება და მონაცემთა შეგროვების თანამედროვე მეთოდების განვითარება.

საქსტატის განცხადებით, RPPI მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია და მისი ძირითადი მომხმარებლები ეროვნული ბანკი, კერძო დეველოპერები, კვლევითი ორგანიზაციები და სტატისტიკური ინფორმაციის სხვა მომხმარებლები არიან.

„2021 წელს RPPI სავალუტო ფონდთან 3-წლიანი თანამშრომლობის შედეგად საქსტატის მიერ დაინერგა. აღნიშნული ინდიკატორის დანერგვამ ხელი შეუწყო უძრავი ქონების ბაზრის განვითარების და შესაძლო რისკების შეფასებას. მიმდინარე მისიის ფარგლებში განხორციელდა ინდექსის გაანგარიშების მეთოდოლოგიური საკითხების დახვეწა, ასევე საქსტატის თანამშრომელთა უნარების ამაღლება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში.

რაც შეეხება მონაცემთა შეგროვების თანამედროვე ალტერნატიული მეთოდების განვითარებას, ამ სფეროში მუშაობა ორი მიმართულებით მიმდინარეობს. პირველი წარმოადგენს ვებ-გვერდებიდან მონაცემთა ავტომატურ რეჟიმში ჩამოტვირთვას - ე.წ. „ვებ-სკრეპინგს“ (web scraping). ეს მეთოდი ამჟამად წარმატებითაა დანერგილი RPPI-ის გამოკვლევაში, თუმცა IMF-ის ექსპერტის ხელმძღვანელობით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მისი გამოყენება პროგრამა R-ის დახმარებით.

მეორე მიმართულებას წარმოადგენს სკანერული მონაცემები. ეს უკანასკნელი ე.წ. „დიდი მონაცემების“ (Big Data) ნაწილს შეადგენს და ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მიმართულებაა ფასების სტატისტიკაში. სკანერული მონაცემები წარმოადგენს საცალო ვაჭრობის ობიექტებიდან მიღებულ ინფორმაციას დროის კონკრეტულ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის შესახებ, ე.წ. შტრიხ-კოდების მიხედვით. ფასების შეგროვების ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით, ამ სახის მონაცემები გაცილებით უფრო ზუსტი, დროული და ფართო მოცვის მქონეა, მისი გამოყენება კი მნიშვნელოვნად აამაღლებს ინფლაციის მაჩვენებლის სიზუსტეს.

მისიის განმავლობაში სავალუტო ფონდის ექსპერტის დახმარებით მიმდინარეობს მონაცემთა ანალიზი და დამუშავება, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება და შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების გაზიარება საქსტატის თანამშრომლებისთვის“, - აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია