საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წმინდა ილია მართლის სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტმა საპატრიარქოსთან არსებულ წმინდა ილია მართლის სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებსა და პედაგოგებს უმასპინძლა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მომავალ აბიტურიენტებსა და მათ პედაგოგებს ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ქვარცხავა, დეკანის მოადგილე, პროფესორი მაია კილაძე და ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები შეხვდნენ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-11 სასწავლო კორპუსი, აუდიტორიები, სტუდენტური სივრცეები, სასწავლო ინფრასტრუქტურა და თანამედროვე ტიპის სამეცნიერო-კვლევითი და საექსპერტო ლაბორატორიები დაათვალიერებინეს.

გარდა ამისა, წმინდა ილია მართლის სკოლის მოსწავლეებს საუნივერსიტეტო ლაბორატორიებში, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლების ხელმძღვანელობით, ცდების ჩატარების საშუალება მიეცათ.

სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ გიორგი ქვარცხავას განცხადებით, სკოლის მოსწავლეების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სასწავლო ლაბორატორიებმა, სადაც არაერთი უნიკალური კვლევა ტარდება.

„ფაკულტეტი აღჭურვილია უნიკალური სასწავლო ლაბორატორიებით, სადაც, ასევე, უნიკალური კვლევები და ექსპერტიზა ტარდება. მოსწავლეებში განსაკუთრებული ინტერესი სწორედ სამეცნიერო კვლევებმა გამოიწვია. სიმართლე გითხრათ, ამის მოლოდინი გვქონდა და შესაბამისად, მომავალ აბიტურიენტებს სრულ მზადყოფნაში დავხვდით, რათა მათი უშუალო მონაწილეობით მარტივი ცდები ჩაგვეტარებინა. წმინდა ილია მართლის სკოლიდან ფაკულტეტს 40-მდე მოსწავლე ეწვია. ჩვენ ისინი ორ ჯგუფად დავყავით და ლაბორატორიის თანამშრომლებისა და პროფესორების ზედამხედველობით, ცდების ჩატარების საშუალება მივეცით. ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მოსწავლეებმა ცდების ჩატარების შემდეგ უფრო მასშტაბური სამუშაოების ჩატარების სურვილი გამოთქვეს. მოსწავლეთა დიდი ინტერესი, ასევე, ჩვენი ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებმა გამოიწვია და მათ არაერთი საინტერესო შეკითხვა დაგვისვეს“, - განაცხადა პროფესორმა გიგა ქვარცხავამ.

სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა საპატრიარქოსთან არსებული წმინდა ილია მართლის სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებსა და პედაგოგებს, შეხვედრის მეორე ეტაპზე, ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

„საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო მოთხოვნათა შესაბამისად, დარგობრივი მიმართულებით სასწავლო პროცესის წარმართვისთვის ფაკულტეტის სასწავლო კორპუსში განთავსებულია კეთილმოწყობილი სასწავლო აუდიტორიები და 32 ერთეული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორია. ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე ხორციელდება როგორც ქართულენოვანი, ასევე ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები -Viticulture and enology და Agronomy. ბაკალავრიატის ცხრა პროგრამიდან რვა, სახელმწიფოს მიერ სრულად არის დაფინანსებული, რაც დარგის განვითარებისა და პროფესიონალი კადრების მომზადების საქმეში სახელმწიფოს უდიდეს მხარდაჭერაზე მიუთითებს. ჩვენი წარმატებული სტუდენტები ერთდროულად ორ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საფრანგეთის უნივერსიტეტის დიპლომს იღებენ. აღსანიშნავია, რომ აგრარული მეცნიერებებით დაინტერესებულ მოსწავლეთა და მათ პედაგოგთა სტუმრობა ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიებში სისტემატურ ხასიათს ატარებს, რაც სამომავლოდ მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების საწინდარია. სწორედ ასეთი შეხვედრები აღვივებს მოსწავლეთა შორის დარგით დაინტერესებას“, - აღნიშნა სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა მაია კილაძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა თაობაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სწავლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებით დაინტერესება ყოველწლიურად მზარდია, რასაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცხადყოფს.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი