„ალტე უნივერსიტეტის“ სამართლის სკოლა გამართავს საჯარო დისკუსიას - „რუსეთის სამხედრო აგრესია და იძულებით გადაადგილებული პირები“

7 დეკემბერს, 18:00 საათზე, „ალტე უნივერსიტეტის“ სამართლის სკოლა, ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე: რუსეთის სამხედრო აგრესია და იძულებით გადაადგილებული პირები.

ღონისძიებაზე დეტალურად იქნება განხილული რუსეთის სამხედრო აგრესია საქართველოსა და უკრაინაში, ასევე, მისი შედეგები, კერძოდ, ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების სამართლებრივი და უფლებრივი მდგომარეობა. შეხვედრის ფარგლებში განიხილება ერთეული ადამიანების ისტორიები, რომლებმაც თავი საქართველოს შეაფარეს და რომელთა მონათხრობიც „ომის დღიურების“ სახით გამოიცა.

ღონისძიების დასასრულს გაიმართება საქართველოში მცხოვრები უკრაინელი დევნილების მიერ დამზადებული ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

„2022 წლის თებერვალში, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ომმა რამდენიმე მილიონი უკრაინელი იძულებული გახადა, ქვეყანა დაეტოვებინა. დღეს, ისე როგორც არასდროს, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ საკითხზე საუბარი და თითოეული ადამიანის მონათხრობის გაზიარება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის და მისი შედეგების ანალიზი, კერძოდ, ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების სამართლებრივი და უფლებრივი მდგომარეობის, უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი კონკრეტული დანაშაულებების ჰააგის სასამართლოს სარჩელით მიმართვის პერსპექტივების განხილვა.“ - აღნიშნავს ალტე უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, ქეთევან ცხადაძე.

ღონისძიების მთავარი მომხსენებელი "ალტე უნივერსიტეტის" ასოცირებული პროფესორი და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, გიგა ლემონჯავა იქნება, ხოლო შეხვედრის მოდერატორი - ალტე უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, ქეთევან ცხადაძე.

საჯარო დისკუსიაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

გაიგეთ მეტი ღონისძიების შესახებ მითითებულ ბმულზე: https://www.facebook.com/events/1177186436216533?ref=newsfeed

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ვაშინგტონი დაელოდება არჩევნების შედეგებს, მანამდე კი „გამაფრთხილებელი“ ღონისძიებები გატარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.05.2024
კახა ოქრიაშვილი - ძალიანაც რომ მოინდომონ „ოცნებამ“ და რუსეთმა, საქართველოში ომი მაინც არ იქნება!
„ოკიტელის“ ოფიციალური წარმომადგენლობა - საქართველო კავკასიის ჰაბია, სადაც ჩვენი ტექნოლოგიების დანერგვა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონთან უფრო მარტივად დაგვაკავშირებს
საუკეთესო პრემიალური სასმელი და საუკეთესო მარკეტინგული კამპანია „ლიმონათი ბორჯომისგან“ Zenith Global’s InnoBev Awards 2024-ის გამარჯვებულია
კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 5 წლისაა
მდგომარეობა კრიპტოვალუტის ბაზრებზე - მაღალი სიხშირის მერყეობა და სხვა პარამეტრები
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები
მასშტაბური ცვლილება ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სტანდარტში: ფასს 18 (IFRS 18)