ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ბრატისლავაში „ალდეს" პოლიტსაბჭოს ფარგლებში  შეხვედრებს მართავენ

"ლელოს" გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე და საგარეო მდივანი, გრიგოლ გეგელია ბრატისლავაში „ალდეს“ პოლიტსაბჭოს ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს მართავენ, - ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს მსვლელობისას, ჯაფარიძე და გეგელია ALDE-ს პრეზიდენტს, ევროპარლამენტარ ილჰან კიუჩუკს შეხვდნენ.

„შეხვედრისას განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში გადასადგმელი აუცილებელი ნაბიჯები, 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი, პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების დასრულების აუცილებლობა და ისაუბრეს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვების მნიშვნელობაზე.

"ალდეს" პრეზიდენტთან შეხვედრა არის უაღრესად მნიშვნელოვანი, იგი აგრეთვე საგარეო კომიტეტის წევრია და უშუალოდ არის ჩართული ყველა იმ პოზიციის შემუშავებაში, რაც საქართველოსა და ჩვენს რეგიონს ეხება.

მას ძალიან კარგად ესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება. „ალდე“ მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებას, თუმცა, „ალდეს“ ყველა ლიდერს ნათლად ესმის, რომ ამისათვის აუცილებელია იმ დანაპირების განხორციელება, რა ვალდებულებებიც აღებული აქვს საქართველოს. პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების დასრულებისა და რეფორმების გატარების გარეშე, საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მოიპოვებს", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი