ბაჩო დოლიძე - მე ნამდვილად ვიქნები 3 დეკემბრის აქციაზე - ერთია შიდა პაექრობა, აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა არის საკითხები, რომლის გარშემოც ჩვენ აბსოლუტურად ერთიანები ვართ

მე ნამდვილად ვიქნები 3 დეკემბრის აქციაზე, ერთია შიდა პაექრობა, აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა არის საკითხები, რომლის გარშემოც ჩვენ აბსოლუტურად ერთიანები ვართ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ბაჩო დოლიძის თქმით, ლევან ხაბეიშვილის მიერ დაანონსებულ აქციაზე თავიდან კითხვები ჰქონდა, თუმცა შემდეგ განმარტებები გაკეთდა.

„აღნიშნული აქციის შესახებ ლევანმა დააანონსა. არ დაგიმალავთ, მე მქონდა კითხვები, გამომდინარე, რომ დაცვის სტრატეგია იცით როგორიცაა, შესაბამისად, პოლიტიკური მდგენელი აღნიშნულ აქციას საერთოდ არ უნდა ჰქონოდა, დისტანცირებული უნდა ყოფილიყო. ამიტომაც, საბოლოო ჯამში განმარტებები გაკეთდა, ეს არ იქნება პოლიტიკური აქცია, სადაც შესაძლებელია რაიმე ტიპის ესკალაცია მოხდეს, იქნება მაქსიმალურად სოლიდარული. ამიტომ მე ნამდვილად ვიქნები აღნიშნულ აქციაზე, შესაბამისად ამაში საერთოდ პრობლემას ვერ ვხედავ, ერთია შიდა პაექრობა, აზრთა სხვადასხვაობა სხვადასხვა საკითხებზე, თუმცა არის საკითხები, რომლის გარშემოც ჩვენ აბსოლუტურად ერთიანები ვართ. შესაბამისად, ხვალინდელ დღესაც ჩვენ ვიქნებით ერთიანები, კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას, რომ ასე გაგრძელება ნამდვილად არ შეიძლება. მიზანმიმართული ინვალიდიზაციის პროცესი, რომელსაც აქვს ახლა ადგილი, ეს აბსოლუტურად დაუშვებელია 21-ე საუკუნეში“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ბაჩო დოლიძე გადაცემაში უკრაინის რადას დეპუტატის ლიზა იასკოს განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი შეცდომაში შეიყვანეს და საქართველოში შემოიტყუეს.

მისი თქმით, მას არ სჯერა, რომ გუნდის შიგნით არიან ადამიანები, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში „შემოტყუება“ შეეძლოთ განეზრახათ.

„ეს არის კონკრეტული დანაშაული, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ და ვერ დავიჯერებ, რომ გუნდის შიგნით არიან ადამიანები, რომლებიც შეგნებულად ჩართულები იყვნენ იმ ოპერაციაში, რომ ყველაფერი გააკეთონ, რათა ჩამოიყვანონ მესამე პრეზიდენტი. რა ხარისხითაც მე ვიცნობ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, გადაწყვეტილებებს საბოლო ჯამში თვითონ იღებს. არ მინდა ვიფიქრო და წარმოვიდგინო, რომ გუნდის შიგნით გვყავს ადამიანები, რომლებიც შეიძლება რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ, ძალიან შორს ვარ მაგ აზრისგან. ამ ყველაფრის შესახებ ალბათ მესამე პრეზიდენტი თვითონ ისაუბრებს“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა