ევროპარლამენტარი - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ოლივერ ვარჰეის ქცევასთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებას ითხოვს

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ქცევასთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებას ითხოვს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ტეის როიტენი „ტვიტერზე“ წერს.

მისივე ინფორმაციით, გამოძიება უნდა ჩატარდეს გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით, რომ ოლივერ ვარჰეი განზრახ ძირს უთხრის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის რეფორმებს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში.

„კომიტეტი ღრმად არის შეშფოთებული, რომ სამეზობლო და გაფართოების საკითხებში კომისარი მიზანმიმართულად ცდილობს კანონისთვის გვერდის ავლას და ძირს უთხრის დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმების ცენტრალურობას ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში. მოუწოდებს კომისიას გამოიკვლიოს, წარმოადგენს თუ არა კომისრის ქცევა და პოლიტიკა ევროკომისიის წევრების ქცევის კოდექსის და კომისრის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევას“, - აღნიშნულია შესწორების ტექსტში, რომელსაც ევროპარლამენტარი აქვეყნებს.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი