ნინო წილოსანი - მეთხილე ფერმერებისთვის უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო

მეთხილე ფერმერებისთვის უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა, გურიაში, სოფელ აკეთში მეთხილე ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ დაწყებული ახალი პროგრამა გურიაში თხილის წარმოების პოტენციალის ათვისებას კიდევ უფრო გაზრდის.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრი ოთარ შამუგია და პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი ადგილობრივ მეთხილე ფერმერებს შეხვდნენ და თხილის წარმოების მხარდაჭერის ახალი პროგრამის დეტალები გააცნეს.

„ნამდვილად უპრეცედენტოა პროექტი, რომელშიც წამყვანი წვლილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიას მიუძღვის. მისი მონდომებით და ჩვენი ხელისუფლების ინიციატივით დაიწყო ეს პროგრამა. ჩვენ გურიაში აუცილებლად უნდა გავააქტიუროთ ის პოტენციალი, რომელიც გვაქვს. თხილი არის ერთ-ერთი საკვანძო აგრო პროდუქტი, რომელიც, როგორც თითოეული თქვენგანისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რადგან თხილის ექსპორტის 70% ევროკავშირში შედის. ეს კი, მნიშვნელოვანია ჩვენი ბაზრების დივერსიფიკაციისთვის. თხილის სექტორი არის ერთ-ერთი წარმატებული სექტორი სოფლის მეურნეობაში. წახალისება ფერმერებს მისცემს საშუალებას, რომ გააუმჯობესონ ხარისხი და მსოფლიო ბაზარზე უკეთესი პოზიციონირება განახორციელონ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი