ცნობილი ტრენერების ჩართულობით აჭარაში საჯარო ლექციები მიმდინარეობს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურიზმის სექტორისთვის ცნობილი სპიკერების ჩართულობით საჯარო ლექციები დაიწყო.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოტივაცია, დროის მენეჯმენტი და რეკრუტინგი ის თემებია, რომლებზეც მოწვეული ტრენერები ტურიზმის სფეროში დასაქმებულ პირებს მასტერკლასს უტარებენ.

„პირველი საჯარო ლექცია სტუმართმასპინძლობის სფეროში მოტივაციას დაეთმო. ცნობილი სპიკერი ანდრო დგებუაძე სექტორის წარმომადგენლებს სტუმართმასპინძლობის სფეროში თვითმოტივაციაზე, მოტივაციის როლსა და გავლენაზე ესაუბრა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მასტერკლასებს ტურიზმის სფეროში სერვისის ამაღლების მიზნით უწევს ორგანიზებას. მასში ანდრო დგებუაძესთან ერთად ნათია გოცაძე და ზაზა ქოიავა მონაწილეობს. მასტერკლასების განრიგისა და პროგრამის შესახებ ინფორმაცია სერვისის განვითარების ვებ-გვერდზეა http://serviceajara.ge/ ატვირთული. მათზე დასწრება აჭარაში ტურიზმის სფეროში დასაქმებულ პირებს შეუძლიათ. დეპარტამენტი რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგებს, საჯარო ლექციებს, მასტერკლასებსა და სემინარებს მთელი წლის განმავლობაში უწევდა ორგანიზებას, რომელშიც საშუალოდ 1000-მდე სექტორის წარმომადგენელი იყო ჩართული“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროცესი უკვე დაიწყო, დაიწყო გამოცხადების გარეშე და ჩვენ მკაფიოდ გვეუბნება, რომ არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს ძალაუფლების დათმობას
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ირანი და სამხრეთ კავკასია: გეოგრაფია და იმპერიული ამბიციები
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს