„ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე და საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია ბრატისლავაში შეხვედრებს განაგრძობენ.
პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ალდეს პოლიტსაბჭოს ფარგლებში „ლელოს“ ლიდერები ირლანდიის მმართველი პარტიის საგარეო მდივანს ფინტან ფენლანს შეხვდნენ.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა პარტიებს შორის ორმხრივი ურთიერთობების დამყარებაზე, საქართველოსა და ირლანდიას შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს.