ლევან ხაბეიშვილი -  საქართველოში და მის გარეთაც უნდა დაინახონ, რომ ჩვენ ქვეყანას პრეზიდენტების სასაკლაოდ არ გადავაქცევთ  - ქვეყნის ღირსების საკითხია, რომ პრეზიდენტი არ მოკვდეს ციხეში

ეს არის სოლიდარობის აქცია და მთელმა ქვეყანამ და ქვეყნის გარეთაც უნდა დაინახონ, რომ პრეზიდენტების სასაკლაოდ არ გადავაქცევთ ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა, რომელიც „ქართული ოცნების“ ოფისთან იმართება.

მისი თქმით, აქცია პოლიტიკური შინაარსის არ არის, თუმცა ერთი მოთხოვნა აქვს - პოლიტიკისგან დაცლილი იყოს სასამართლო პროცესი.

„ეს არ არის პოლიტიკური შინაარსის აქცია, თუმცა ერთი მოთხოვნა გვაქვს, რომ პოლიტიკისგან იყოს დაცლილი სასამართლო პროცესი, რომელიც სააკაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე დღეში გაიმართება და თუ სამართლებრივი იქნება ეს გადაწყვეტილება, პრეზიდენტ სააკაშვილს აუცილებლად გადაიყვანენ სხვა ქვეყანაში. ეს არ არის არც ვიწროპარტიული საქმე და არც პოლიტიკური შინაარსის მატარებელი, ეს არის ქვეყნის ღირსების საკითხი, რომ პრეზიდენტი არ მოკვდეს ციხეში“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

კითხვაზე - მსვლელობისას რატომ არ იდგენენ ერთად ის და პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია? - ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ მთავარია, აქციაზე არის ყველა, ვინც სააკაშვილს გულშემატკივრობს.

„ამ საკითხში ყველანი ვართ ერთიანები არათუ პარტიაში, არამედ, ძალიან ბევრი პროდასავლური პარტიაა საქართველოში, რომელიც იგივეს აკეთებს და სოლიდარობას უცხადებს პრეზიდენტ სააკაშვილს და ასევე არიან აპოლიტიკური ადამიანები, რიგითი მოქალაქეები, რომლებიც საერთოდ არ ერევიან პოლიტიკაში, თუმცა პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ არიან სოლიდარულები. ჩვენ წამოვედით მსვლელობით, ფაქტია, რომ აქ არის ყველა, ვინც გულშემატკივრობს პრეზიდენტ სააკაშვილს“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო