ირაკლი ნადირაძე - მიხეილ სააკაშვილი ციხეში პუტინის საამებლად არ უნდა მოვკლათ

პუტინის საამებლად არ უნდა მოვკლათ მიხეილ სააკაშვილი ციხეში,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ნადირაძემ „ქართული ოცნების“ოფისის წინ გამართულ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რადგან ჰოსპიტალში ხანგრძლივი მკურნალობის მიუხედავად, მისი ჯანმრთელობა მაინც უარესდება.

„არის ერთადერთი მოთხოვნა, რომ გადარჩეს მიხეილ სააკაშვილი და რაც შეიძლება სწრაფად იქნას გადაყვანილი უცხოეთში სამკურნალოდ იმიტომ, რომ ვხედავთ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, კლინიკაში ყოფნის მიუხედავად, არათუ უმჯობესდება, არამედ დღითიდღე უფრო მძიმდება. ჩვენ ვხედავთ ექიმების, ექსპერტების განცხადებებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. პუტინის საამებლად არ უნდა მოვკლათ ეს ადამიანი ციხეში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და დღეს ვართ ერთიანები - სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან აქ, ექსპერტები, საზოგადოების წარმომადგენლები“,- განაცხადა ნადირაძემ.

კითხვაზე რა მოლოდინი აქვს მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, ნადირაძემ აღნიშნა: „ივანიშვილის სასამართლოსგან, პროკურატურისგან არ შეიძლება რომ გვქონდეს რაიმე პოზიტიური მოლოდინი“.

„ამიტომ ჩვენ, პარტია, საზოგადოება, უნდა ვიყოთ ყველა სცენარისთვის მზად. იმედია რაც შეიძლება სწრაფად ჩაინიშნება და სწრაფად გვეცოდინება გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. ამის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ ყველამ, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის დარჩენა საპატიმროში და საავადმყოფოში ნიშნავს, ფაქტობრივად, მის სიკვდილს. არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ვისაც ამ ქვეყნისთვის ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული და ქვეყანა ჭაობიდან ჰყავს ამოყვანილი, მოკვდეს, მოვკლათ ციხეში“, - განაცხადა ნადირაძემ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი