ჯიმ რიში - მინდა ყოველ დილით პუტინმა იმაზე ფიქრით გაიღვიძოს, მისმა რომელმა ნაბიჯმა შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი მხრიდან ესკალაცია -  უნდა გავაძლიეროთ უკრაინის დახმარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ომი წაგებულია

მინდა ყოველ დილით პუტინმა იმაზე ფიქრით გაიღვიძოს, თუ მისმა რომელმა ნაბიჯმა შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი მხრიდან ესკალაცია. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ უკრაინის დახმარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ომი წაგებულია,- ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა „ამერიკის ხმისთვის“მიცემულ ინტერვიუში უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას განაცხადა.

რიშის თქმით, ის მხარს უჭერს უკრაინისთვის „პეტრიოტის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების გადაცემას, ადმინისტრაციის ზოგიერთი წევრისგან განსხვავებით, რომლებიც ამბობენ, რომ მათ არ სურთ ესკალაცია.

„უკრაინელები ერთი ხელით იბრძვიან და მეორე ხელი ზურგს უკან აქვთ შეკრული. მეზობლად ჰყავთ ქვეყანა, რომელიც მათ მიწაზე შეიჭრა და ომის დანაშაულს სჩადის. ამას გარდა, ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მთლიანად გაანადგუროს უკრაინის გათბობის და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა. ჩვენ არ შეგვიძლია დავდგეთ და ამას გვერდიდან ვუყუროთ.

ადმინისტრაციაში არიან ადამიანები - ყველა არა, ზოგიერთები - რომლებიც ამბობენ, "ოჰ, იცით, ჩვენ არ გვინდა ესკალაცია"... ეს სისულელეა. მინდა ყოველ დილით პუტინმა იმაზე ფიქრით გაიღვიძოს, თუ მისმა რომელმა ნაბიჯმა შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი მხრიდან ესკალაცია. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ დახმარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ომი წაგებულია.

მე თანახმა ვარ უკრაინას „პეტრიოტები“ მივცეთ. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, და მე ამას თავიდანვე ვამბობდი, მათ უნდა მივცეთ სამხედრო თვითმფრინავებიც. როდესაც კორეაში და ვიეტნამში ვიბრძოდით, რუსები ჩვენს მტრებს რეაქტიული სამხედრო თვითმფრინავებით ამარაგებდნენ და მათ მფრინავებს წვრთნიდნენ. ვფიქრობ, დროა პატივისცემა დავუბრუნოთ“, - განაცხადა ჯიმ რიშმა.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა