ისაკაძის ქუჩაზე, წყლის ქსელზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება

5 დეკემბრიდან 55 დღის განმავლობაში, საბურთალოს რაიონში, ისაკაძის ქუჩაზე წყლის ქსელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, შესაბამისად, ავტომობილებისთვის გადაადგილება სრულად შეიზღუდება მგალობლიშვილისა და ისაკაძის ქუჩების კვეთიდან გაგარინისა და ისაკაძის ქუჩების კვეთამდე.

„აღნიშნული სამუშაოების პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მგალობლიშვილის ქუჩის, ჟვანიას მოედნის, პეკინის გამზირისა და გაგარინის ქუჩის გამოყენებით.

ისაკაძის ქუჩაზე ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებისთვის.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“,- აღნიშნავს მერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი