სახალხო დამცველმა და სამედიცინო კონსილიუმის წევრებმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კლინიკა “ვივამედში” ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად იმყოფებოდა.

ნინო ლომჯარიასთან ერთად, მიხეილ სააკაშვილი ომბუდსმენის აპარატის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა ექიმებმაც მოინახულეს.

როგორც ნინო ლომჯარია განმარტავს, ექიმები საუბრობენ, რომ სიტუაცია რთული და მძიმეა, ამ დინამიკით კი რამდენიმე თვეში კრიტიკული იქნება.

"რამდენიმეწუთიანი კომუნიკაცია მქონდა, ვუთხარი რომ მოსულები არიან ჩემი კონსილიუმის ექიმები და გასინჯავენ მას. ასევე მივიღეთ მისგან წერილობითი თანხმობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაჯაროების შესახებ. დანარჩენი დრო ექიმებმა გაატარეს მასთან და ვფიქრობ, სათანადოდ შეისწავლეს მისი მდგომარეობა, რისი შესწავლაც შეიძლებოდა დღეს.

თუ არ ვცდები, მომდევნო კვირაში ჩაინიშნა სასამართლო პროცესი, მანამდე მოგვიწევს მომზადება და ამიტომ გახდა საჭირო ექიმების მოსვლა, რომ მდგომარეობა თავის თვალით ენახათ და შეეფასებინათ, ეს იყო დღევანდელი მოსვლის მიზეზი.

პირველივე დღიდან მისი პატიმრობისა ჩვენ ჩართულები ვართ მისი ჯანმრთელობის მონიტორინგში და თუ რამის გაკეთება შეგვიძლია მისი უფლებების დასაცავად და მისი სიცოცხლის გადასარჩენად, რაზეც დღესაც ჩემი ექიმები საუბრობენ, რომ სიტუაცია ნამდვილად არის რთული და მძიმე და რამდენიმე თვეში კრიტიკული იქნება ამ დინამიკით, რა თქმა უნდა, მაქსიმუმს გააკეთებს სახალხო დამცველი ამ მიმართულებით",- აღნიშნავს ლომჯარია.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი