თენგიზ წულაძე - მიხეილ სააკაშვილი 116 კილოგრამით შემოვიდა და ამ წუთში 73.6-ია - კახექსია და წონაში მნიშვნელოვანი კლება სიცოცხლისთვის ძალიან საშიშია

მიხეილ სააკაშვილი 116 კილოგრამით შემოვიდა და 73.6 ავწონეთ ამ წუთში, კლება ძალიან სერიოზულია, - ამის შესახებ სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრმა, თენგიზ წულაძემ „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, კახექსია და წონაში მნიშვნელოვანი კლება სიცოცხლისთვის ძალიან საშიშია.

"შემოვიდა 116 კილოგრამით, 73.6 ავწონეთ ამ წუთში ჩვენ. კლება ძალიან სერიოზულია. შეიძლება ეს ცალსახად მძიმედ შეფასდეს მისი მდგომარეობა. რა თქმა უნდა კახექსია და წონაში მნიშვნელოვანი კლება სიცოცხლისთვის ძალიან საშიშია. ერთ-ერთი კარგი კლინიკაა და კოლეგები ყველაფერს აკეთებენ. ფაქტები მეტყველებს, რომ მიუხედავად ამისა, პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში უარესდება“, - აღნიშნავს თენგიზ წულაძე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა