მაია სანდუ - ღრმად ვარ შეშფოთებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფად გაუარესებით - სიტუაციის სიმძიმე მოითხოვს სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანას შესაბამის საავადმყოფოში მისი სიცოცხლის გადასარჩენად

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სიტუაციის სიმძიმე მოითხოვს სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანას შესაბამის საავადმყოფოში.

ამის შესხებ სანდუმ სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" განაცხადა.

„ღრმად ვარ შეშფოთებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფად გაუარესებით. ყოველი ადამიანის სიცოცხლე ფასდაუდებელია და სიტუაციის სიმძიმე მოითხოვს სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანას შესაბამის საავადმყოფოში მისი სიცოცხლის გადასარჩენად“, - დაწერა მაია სანდუმ.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა