რუსეთის ვიცე პრემიერი - რუსეთი ნავთობის ექსპორტს არ განახორციელებს იმ ქვეყნებში, რომლებიც ფასების ლიმიტს აწესებენ

რუსეთი ნავთობის ექსპორტს არ განახორციელებს იმ ქვეყნებში, რომლებიც აწესებენ ფასების ლიმიტს, მაშინაც კი, თუ წარმოება შემცირდება, - ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი პოზიცია უცვლელია, ამაზე ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ მიგვაჩნია, რომ ეს ინსტრუმენტი არის არასაბაზრო, არაეფექტური, ეწინააღმდეგება ყველა წესს და იგივე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას“, - განაცხადა ნოვაკმა.

მისი თქმით, მოსკოვი მუშაობს მექანიზმებზე, რომლებიც აკრძალავს ფასის ლიმიტის ინსტრუმენტის გამოყენებას.

შეგახსენებთ, პარასკევს, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები და ავსტრალია რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარზე – 60 აშშ დოლარზე შეთანხმდნენ.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა