მსოფლიოში 5 დეკემბერს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება

5 დეკემბერს, მსოფლიო კონკურენციის დღე, სხვადასხვა აქტივობებით, 30-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება - საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ამ თარიღს უკვე მეორე წელია აქტიური ღონისძიებებით უერთდება. ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 16-17 ნოემბერს, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ ჩატარდა, რომელიც საერთაშორისო კონკურენციის კვირეულის თემატიკას მიეძღვნა.

კონფერენციაში მონაწილეობას 20 ქვეყნის დელეგაცია იღებდა, მათ შორის, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, ტერესა მორეირა და სხვა მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები. თემატური სესიების ფორმატში, მონაწილეებმა ერთმანეთს კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში საქართველოსა და ევროპაში მიღებული გამოცდილება გაუზიარეს.

„საერთაშორისო კონფერენციამ, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და შეფასებები მიიღო. ვფიქრობთ, რომ ეს პლატფორმა ეტაპობრივად განვითარდეს და მსოფლიო კონკურენციის კვირეულის ფარგლებში თბილისიც აქტიურ ლოკაციად იქნას მონიშნული. 2020 წლიდან დღემდე, კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით უმნიშვნელოვანესი რეფორმები განხორციელდა. კერძოდ, კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, საქართველოს აქვს DCFTA-ის მოთხოვნებთან შესაბამისი, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებული კანონმდებლობა. 2021 წლიდან სააგენტოს „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ კანონის“ აღსრულება ეკისრება. 2022 წლის 1-ლი ივნისიდან კი ძალაში მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონი შევიდა. სააგენტო აქტიურად ვითარდება და მთავარი მიზანი სამართლიანი კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა და მომხმარებელთა უფლებების დაცვაა.

მინდა, კონკურენციის საერთაშორისო დღე მივულოცო კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გუნდს, ქართულ საზოგადოებას, ვინც კონკურენციის პოლიტიკის ეფექტური აღსრულების პროცესში სხვადასხვა დროს აქტიურად იყო და დღესაც არის ჩართული.

მინდა, მადლობა გადავუხადო ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და სამეცნიერო წრეების, საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, მედიას და დონორ ორგანიზაციებს, სამთავრობო და საპარლამენტო გუნდს, კოლეგა მარეგულირებელ უწყებებს მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის. ყველას გილოცავთ კონკურენციის საერთაშორისო დღეს!” - განაცხადა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ.

2022 წელს, მსოფლიო კონკურენციის დღე სლოგანით: „კონკურენცია და კლიმატის ცვლილებები“ აღინიშნება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა